21:29 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-24 19:33:46, 1948 ნახვა

პოლიტიკა
ლევან იზორია თურქეთის უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა

საქართველოში ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს გენერალური მდივანი იმყოფება. სეიფულა ჰაჩიმუფთუოღლუს დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ უმასპინძლა.

მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებული საკითხები შეაფასეს და თანამშრომლობის გაღრმავება-განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. 

საუბრის ერთ-ერთ ძირითად თემას რეგიონული უსაფრთხოების გარემო, რეგიონულ დონეზე სტრატეგიული თანამშრომლობა და შავი ზღვის უსაფრთხოება წარმოადგენდა. ამ კონტექსტში ლევან იზორიამ და სეიფულა ჰაჩიმუფთუოღლუმ საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის სტრატეგიულ მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. 

თურქეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს გენერალურმა მდივანმა უახლოეს მომავალში საქართველოს თავდაცვის მინისტრის თურქეთში ვიზიტის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ დაგეგმილი შეხვედრა ხელს სტრატეგიული კავშირებისა და თანამშრომლობის განმტკიცებას შეუწყობს.

შეხვედრას მინისტრის პირველ მოადგილე ლელა ჩიქოვანი და გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ. თავდაცვის სამინისტროში საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ზაქი ლევენთ გუმრუქჩუ, თურქული დელეგაციის წევრები და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სეიფულა ჰაჩიმუფთუოღლუ საქართველოს პრეზიდენტსა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics