|
2017-01-25 11:29:58, 1095 ნახვა
საზოგადოება
კვლევის თანახმად, ახალგაზრდებში რელიგიური ინსტიტუტები მაღალი ნდობით სარგებლობენ
ფრიდრიხ ებერტის ფონდის კვლევის თანახმად, რომელიც 2016 წლის მაის-ივნისში 14-29 წლის ახალგაზრდებში ჩატარდა, რელიგიური ინსტიტუტები მაღალი ნდობით სარგებლობენ. კერძოდ, გამოკითხულთა 85%-ს ზოგადად სჯერა ეკლესიისა და რელიგიური ინსტიტუტების; 58 % ძალიან სჯერა, ხოლო 23% გარკვეულ დონემდე. რელიგიური ინსტიტუტების შემდეგ, ჯარი (76%) და პოლიცია (62%) ნდობის ყველაზე მაღალი ხარისხით სარგებლობს. რელიგიური ლიდერები შედიან იმ სამი კატეგორიიდან ერთ-ერთში, რომელსაც ხალხი ყველაზე მეტად ენდობა. რელიგიურობისა და სულიერი ცხოვრების მნიშვნელოვნება ასევე დადასტურდა გამოკითხვის მონაცემებით - ახალგაზრდების უმეტესობას, 90% სწამს ღმერთის. ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევა მოიცავდა 14-29 წლის ახალგაზრდებს. კვლევა ჩატარდა 2016 წლის მაისი-ივნისის პერიოდში. ფრიდრიხ ებერტის ფონდმა მსგავსი კვლევები განახორციელა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსა და ცენტრალურ აზიაში. წინამდებარე კვლევა, არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ჩატარებული სერიების ნაწილი, სომხეთში ჩატარებულ კვლევასთან ერთად, რომელიც უკვე დასრულდა. აღნიშნული კვლევები შექმნილია იმისათვის, რათა შესაძლებელი გახდეს გამოკითხვაში მონაწილე ქვეყნების შედეგების შედარება.
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)