|
2016-12-17 21:23:43, 1374 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ცენტრალური ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
თბილისის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საზეიმოდ აინთო. ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია ოჯახთან ერთად დაესწრო. მასთან ერთად იმყოფებოდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილიც. ცენტრალური ნაძვის ხე თოვლის ბაბუამ „მოძრაობის თეატრის“ მსახიობებთან და ბავშვებთან ერთად აანთო. 22 მეტრი სიმაღლის ნაძვის ხე, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაიდგა, წითელი და ოქროსფერი ბურთებით, ბაფთებითა და ილუმინაციებით არის მორთული. წელს, მთავარი ნაძვის ხე განსხვავებული დიზაინით განათდა, ტრადიციულ დეკორაციას მანათობელი ბურთები და ციმციმები დაემატა. „დღეს საზეიმოდ განათდა ქალაქის მთავარი ნაძვის ხე . ჩვენი ქალაქი საახალწლოდ ძალიან ლამაზია. დღითიდღე სულ უფრო და უფრო იმატებს საახალწლო განწყობა და მნიშვნელოვანია , რომ ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთება დღევანდელ წმინდა და ლამაზ დღეს , ბარბარობის დღესასწაულს დავამთხვიეთ. მინდა ყველას მოგილოცოთ ბარბარობის წმინდა დღესასწაული და ასევე კარსმომდგარი ახალი წელი, რომლის ლამაზად შემოსვლისთვის ქალაქის მთავრობა ყველაფერს აკეთებს“,-განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. საახალწლო ღონისძიებები დედაენის ბაღსა და „ახალ ტფილისში“ 25 დეკემბრიდან დაიწყება და 3 იანვრამდე გასტანს. 9 დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული, სპორტული და საბავშვო ღონისძიება გაიმართება. 25 დეკემბერს კი „საახალწლო ქალაქი“ დედაენის ბაღში, ვახტანგ კახიძის საავტორო პროექტით „საშობაო ზღაპარი“ გაიხსნება. რაც შეეხება საახალწლო გალა კონცერტს, ის ტრადიციულად 31 დეკემბრის ღამეს, ვარდების მოედანზე გაიმართება.
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)