15:08 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-17 18:12:40, 1112 ნახვა

საზოგადოება
400 დევნილ ოჯახს თბილისში ბინები გადაეცემა

დევნილთა და განსახლების სამინისტრო თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში, 400 დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ბინებს გადასცემს.

200 ბინა თბილისის ზღვაზე, ეგრეთ წოდებულ „ოლიმპიურ სოფელში“, 200 კი, მენაშენეებისგან გამოსყიდულ ახალაშენებულ კორპუსში მდებარეობს.

დღეს, 248  ერთოთახიანი, 79 ოროთახიანი  და 73 სამოთახიანი ბინა დევნილ ოჯახებზე კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. გათვალისწინებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მათ ბინები პირველ სართულებზე გადაეცათ.

ბინების განაწილების პროცედურას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრო და 400 დევნილ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში ბინების მიღება მიულოცა.

„სასიხარულო დღეა  400 დევნილი ოჯახისა და თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაშიც.  დიდი ბედნიერებაა, რომ  ამდენი წლის განმავლობაში,  მრავალტანჯული დევნილობის შემდეგ, ამ ოჯახებს საკუთარი ბინა ექნებათ. დროებითი თავშესაფარი, იმიტომ რომ ჩვენი მიზანი არის დაბრუნება ჩვენს საკუთარ მიწაზე და ჩვენს საკუთარ სახლებში, მაგრამ მანამდე, ყველა დევნილს უნდა ქონდეს ღირსეული ცხოვრების უფლება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

კენჭისყრის პროცედურას მინისტრის მოადგილეები და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრებიც დაესწრნენ.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, თბილისში 12 ნგრევადი შენობა დაიხურა და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცემათ.

2012 წლის ოქტომბრიდან  დღემდე, საცხოვრებელი ფართი, მთელი საქართველოს მასშტაბით,  8000-ზე მეტმა დევნილმა ოჯახმა მიიღო.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიხეილ სარჯველაძე - ბავშვს უშველის მხოლოდ წამალი, სწორი და რეალური წამალი
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პირობები გაამკაცრა
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics