|
2016-12-17 16:26:58, 994 ნახვა
საზოგადოება
ვაზისუბნის დასახლებაში, კვაჭანტირაძის ქუჩაზე სკვერი გაიხსნა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილთან ერთად ვაზისუბნის დასახლებაში, კვაჭანტირაძის ქუჩაზე სკვერი გახსნა. მერიის ინფორმაციით, დასასვენებელი ადგილი 2800 კვადრატულ მეტრზე მოეწყო, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა სკვერში არსებულ შადრევანს, მოეწყო თანამედროვე საპარკე ფურნიტურა. კერძოდ: დაიდგა საბაღე სკამები, სანაგვე ურნები, ასევე გაკეთდა საბავშვო სათამაშო მოედანი. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში გამწვანდა ტერიტორია, დაირგო 150 სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, 1000 კვადრატულ მეტრზე კი დაიგო ქვაფენილი. თბილისის მერის დავით ნარმანიას გაცხადებით, ქალაქს კიდევ ერთი კეთილმოწყობილი სკვერი შეემატა. „აღნიშნული სკვერით, არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა ისარგებლებს, არამედ გვერდით არსებული საბავშვო ბაღების აღსაზრდელებიც .მნიშვნელოვანია , რომ ბოლოს სკვერი 1979 წელს შეაკეთეს, ამის შემდეგ კი დიდი ხნის განმავლობაში იყო მიტოვებული. კეთილმოწყობის სამუშაოები ინფრასტრუქტურის კუთხითაც ჩატარდა, ზაფხულიდან შადრევანიც დაიწყებს ფუნქციონირებას“,-განაცხადა დავით ნარმანიამ. ღონისძიებაზე ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები და ისნის რაიონის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილიც იმყოფებოდნენ. კვაჭანტირაძის ქუჩაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშოები 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და დეკემბრის დასაწყისში დასრულდა. სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანია შპს „ქართლმა“ ჩაატარა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 110 000 ლარი გამოიყო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)