|
2016-12-17 12:49:37, 967 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა მცხეთაში „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შექმნილი ახალი საწარმო გახსნა
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტში, „ერთიანი აგროპროქტის“ ფარგლებში შექმნილი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომბინირებული საკვების საწარმო, შპს „ინვეტ ფიდი“ გახსნა. კომპანია „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 700 000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 250 000 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 350 000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქონების მართვის სააგენტომ კომპანიას საწარმოს მშენებლობისთვის 4,500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა ნაგებობები 1 ლარად გადასცა. „ინვეტ ფიდი“ სხვადასხვა ტიპის კონცენტრატსა და გრანულირებულ კომბინირებულ საკვებს აწარმოებს. საწარმო, რომელშიც 16 ადამიანია დასაქმებული, წლიურად 1400 ტონაზე მეტი კომბინირებული საკვების წარმოებას უზრუნველყოფს. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება. „ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა. “ინვეტ ფიდი“ კომბინირებული საკვების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც დაამზადებს მაღალი ხარისხისა და კვებითი ღირებულების საკვებს. სახელმწიფო პროექტების ფარგლებში ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოების შექმნა მნიშვნელოვანად უწყობს ხელს რეგიონის განვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და მათი შემოსავლების ზრდას“, -განაცხადა ლევან დავითაშვილმა. აღსანიშნავია, რომ კომპანია, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/REAP-ის მხარდაჭერით, უახლოეს მომავალში საერთაშორისო სტანდარტს HACCP მიიღებს. HACCP-ის სტანდარტის ლიცენზიის ღირებულება 4550 დოლარს შეადგენს. საერთო ღირებულებიდან 30% ბენეფიციარს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ დაუფინანსა, 50%-ის დაფინანსება USAID/REAP მოახდინა, ხოლო დარჩენილი 20%-ის გადახდა ბენეფიციარმა თავად უზრუნველყო. საწარმოს გახსნის ღონისძიებას მხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მარიანა მორგოშია ესწრებოდნენ. 2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 700 არსებული საწარმოს გადაიარაღება და 154 ახალი საწარმოს შექმნა. 2013 წლიდან „ერთიანი აგროპროქტის“ ფარგლებში განხორციელებული პროექტების შედეგად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გაიხსნა 6 ახალი საწარმო და გაფართოვდა 10 საწარმო. სრული ინვესტიციამ 2,589,644 აშშ დოლარი შეადგინა, აქედან, შეღავათიანი აგროკრედიტი 1,349,175 აშშ დოლარი, გრანტი 592,000 აშშ დოლარი, საკუთარი წილი კი 648,469 აშშ დოლარია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)