|
2016-12-16 17:21:07, 851 ნახვა
საზოგადოება
2017 წელს თბილისის მასშტაბით 10-მდე ახალი ბაღის მშენებლობა დასრულდება
"2017 წელს თბილისის მასშტაბით 10-მდე ახალი ბაღის მშენებლობა დასრულდება",- ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოში, ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტის წარდგენისას განაცხადა. ნარმანიას თქმით, ბაღების ნაწილის მშენებლობა მიმდინარეობს, ნაწილი კი უახლოეს ხანებში დაიწყება. მისივე განცხადებით, 2017 წელს ახალი ბაღები გაიხსნება: კრწანისში (ქვემო ფონიჭანა) ჩუღურეთის რაიონში (ჩიტაიას ქუჩა) წყნეთში, სოფელ გლდანში, ვაშლიჯვარში, სამგორის რაიონში (ჭიჭინაძის ქუჩა), თემქაზე(ურეკის ქუჩა), სოფელ დიღომში, სოფელ წინუბანში, საბურთალოზე (გამსახურდიას #23) „მოგეხსენებათ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში საბავშვო ბაღები გახდა უფასო და მას დედაქალაქის მთავრობა აფინანსებს. მხოლოდ ბოლო 1 წლის განმავლობაში თბილისში 7 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა; აღდგა სამი. ყველა ახალი ბაღი ენერგოეფექტური და განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებზე მორგებულია და ასე იქნება მომავალშიც. გამწვანდა ბაღების ეზოები, მოეწყო სათამაშო მოედნები. 150-მდე საბავშვო ბაღში სხვადასხვა სახის ინფრასტუქტურული ღონისძიებები განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ 2014-16 წლების განმავლობაში, მოქმედ საბავშვო ბაღებს 100-ზე მეტი ახალი ჯგუფი შეემატა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, 2016 წლის 1 თებერვლიდან ფსიქოლოგის, ლოგოპედისა და სპეციალური პედაგოგის შტატი თბილისის ყველა საბავშვო ბაღს დაემატა, გაიზარდა მასწავლებელთა ხელფასები. ცნობისთვის, თბილისის 2017 წლის ბიუჯეტი 801 302,0 ათასი ლარით განისაზღვრა და პირვანდელ ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 1 031,5 ათასი ლარით. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში, დედაქალაქში არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, პრიორიტეტებად განისაზღვრა მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, საგზაო ინფრასტრუქტურა, გამწვანება და განათლება, ასევე, ქალაქის ისტორიული ნაწილი რეაბილიტაცია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)