2016-12-16 13:45:24, 908 ნახვა
საზოგადოება
19 დეკემბრამდე საქართველოში უმეტესად ნალექიანი ამინდებია მოსალოდნელი
19 დეკემბრამდე საქართველოს მასშტაბით უმეტესად ნალექიან ამინდებს პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ დედაქალაქ თბილისში მოსალოდნელია მცირე თოვლი, ჰაერი +3, +4 გრადუსამდე გათბება. 18 დეკემბერს დღე უნალექოდ ჩაივლის და +1 გრადუსი სითბო იქნება, ხოლო 19 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდსა და 0 გრადუსს პროგნოზირებენ.
დასავლეთ საქართველოში სინოპტიკოსები 19 დეკემბრამდე ასევე ნალექიან ამინდებს ვარაუდობენ. შესაძლებელია თოვლჭყაპი, მაღალმთიან რაიონებში კი ყინვა.
სამცხე-ჯავახეთის მხარეში თოვლი და -4, -2 გრადუსია ნავარაუდევი, 18-19 დეკემბერს კი დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან