13:28 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-16 12:12:02, 732 ნახვა

საზოგადოება
ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს.

„ინგლისის სააპელაციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, ჩვენ, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი კატეგორიულად  ვადასტურებთ  ვანო ჩხარტიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიცრუეს, თითქოს ინგლისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის მოსამართლის გადაწყვეტილება.

ინგლისის სააპელაციო სასამართლომ დღეს დაადასტურა, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია. უფრო კონკრეტულად, ინგლისის სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა, რომ ბატონ  ჩხარტიშვილს არ გააჩნია  არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი წილი სადაო აქტივებში. ამ აქტივებში შედის:  ,,ჯეი სი  ფოთის წისქვილქარხნის“ წილი, ,,პრომეტკო ლიმითედის“ წილი, ,,ჯე-ეს-კო ლიმიტედის“ წილი, ,,საქართველოს  თაბაქოს წარმოების“  წილი და ბევრი სხვა უძრავი ქონება, რომლებიც ბადრის გარდაცვალებიდან ცოტა ხნის შემდეგ ბატონი ჩხარტიშვილის მიერ იქნა უკანონოდ მითვისებული.

ნებისმიერ მხარეს, რომელსაც ამ ეტაპზე სურვილი აქვს შეიძინოს ეს ქონება ან აწარმოებს მოლაპარაკებებს ზემოთნახსენებ აქტივებთან დაკავშირებით, ბატონ  ჩხარტიშვილთან ან მის წარმომადგენლებთან,  ვატყობინებთ, რომ მას არ აქვს არანაირი იურიდიული უფლებამოსილება ამ ქონებაზე,  რომელიც მის მიერ თაღლითურად იქნა მითვისებული.

პირველი ინსტანციის მოსამართლის დასკვნა, რომ ბატონი ჩხარტიშვილი არის არაპატიოსანი მოწმე, რომელმაც უკანონოდ მიითვისა ქონება, რომელიც მას არ ეკუთვნოდა, ისევ ძალაშია. ეს დასკვნა ბატონმა ჩხარტიშვილმა არც გაასაჩივრა. თავისი ცრუ განცხადებებით, მან შეცდომაში შეიყვანა ქართული საზოგადოება და ამისთვის მან პასუხი სრულად უნდა აგოს ყველა იმ მხარესთან ერთად, რომელსაც საქმიანი ურთიერთობა აკავშირებთ ამ არაკანონიერად მითვისებულ ქონებასთან.

როგორც ჩვენ  უკვე განვაცხადეთ  ვანო ჩხარტიშვილმა,  სარჩელის ხანდაზმულობის საქართველოს კანონის გამოყენებით, გაგვირთულა ფულადი კომპენსაციის მიღება.   რომელიც მან არაკანონიერი ქმედებების გამო უნდა გაიღოს. ეს ტექნიკურ-იურიდიული საკითხებია,  რომლებიც ეხება სარჩელის წარმოებას თაღლითობის ქმედების  ჩადენიდან გარკვეული დროის შემდეგ.

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი გააგრძელებს ანაზღაურების მიღების მცდელობას ბატონი ჩხარტიშვილისგან,  მისი არაკანონიერი ქმედებების  გამო. ,,ბლუ ტროპიკ ლიმითედის“, ,,კოპელა ვინჩერს ლიმიტედის“, ,,ჯი ეს სი ფოთის წისქვილქარხნის“, ,,პრომეტკო ლიმითედის“, ,,ჯე ეს კო ლიმითედის“ და ,,საქართველოს თაბაქოს წარმოების“, ასევე,  ბადრის კუთვნილი სხვა ქონებების  ვანო ჩხარტიშვილის საკუთრებად გასაღების ნებისმიერი მცდელობა არის  სიცრუე.

მესამე მხარეები, რომლებსაც შეკითხვები გაუჩნდებათ ამ ქონებაზე უნდა დაუკავშირდნენ ჩვენი ინტერესების დამცველების ლაშა ბირკაიასა და კობა კვანტალიანის ოფისს საქართველოში,  ტელეფონზე +995 790 290-272 ან ელექტრონული ფოსტით, მისამართზე info@bklaw.ge“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
კობახიძიე ისევ აკრიტიკებს გერმანიას და ევროპაში ყველაზე ძლიერ ქვეყანას კომიკურს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics