13:42 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-15 15:51:00, 1108 ნახვა

საზოგადოება
შსს მოქალაქეებს მოუწოდებს, სადღესასწაულო ასაფეთქებელ საშუალებებს სიფრთხილით მოეკიდონ

შინაგან საქმეთა სამინისტრო, შობა-ახალი წლის დღესასწაულების მოახლოებასთან დაკავშირებით, მოსახლეობას პიროტექნიკის გამოყენების თაობაზე რეკომენდაციით მიმართავს.

სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, სიფრთხილით მოეკიდონ სადღესასწაულო ასაფეთქებელ საშუალებებს, გამოიყენონ ისინი ინსტრუქციის მიხედვით და მოარიდონ პიროტექნიკას არასრულწლოვანი პირები, რადგან აღნიშნული საშუალებების არასწორად გამოყენება ხშირად სავალალო შედეგებით - ჯანმრთელობის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით სრულდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე  მოუწოდებს მოქალაქეებს, პიროტექნიკის გამოყენებისას მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების წესები და გაუფრთხილდნენ საკუთარ და გარშემომყოფი ადამიანების ჯანმრთელობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics