|
2016-12-15 15:24:54, 877 ნახვა
საზოგადოება
ევროკავშირი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერას განაგრძობს
ევროკავშირი საქართველოში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერას განაგრძობს. როგორც "ექსპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, პროგრამის − „მართლმსაჯულების რეფორმა საქართველოში“ − მიზანი მართლმსაჯულების სისტემის ხარისხის, დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის გაძლიერებაა. უწყების ინფორმაციით, პრეზენტაციას, რომელიც 15 დეკემბერს გაიმართა, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე დაესწრო. ევროკავშირი საქართველოს რამდენიმე მიმართულებით გაუწევს დახმარებას. ერთ-ერთი მათგანი სისხლის სამართლის სისტემის რეფორმირებაა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს. თანამშრომლობა სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს: სისხლის სამართლის რეფორმის პოლიტიკის განსაზღვრა, განვითარება, კოორდინაცია და მონიტორინგი; ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების ამაღლება; პროფესიული განვითარება; საზოგადოებასთან ურთიერთობა; მართვისა და ადამიანური რესურსების გაძლიერება. ღია და გამჭვირვალე პროცესის უზრუნველყოფისათვის დაიგეგმება და განხორციელდება საზოგადოებრივი კამპანიები. ევროკავშირი იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო პაკეტების შემუშავებაში ტექნიკურ დახმარებასაც გაუწევს. სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განახლებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა სისხლის სამართლის რეფორმის განმახორციელებელმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 2013 წელს მიიღო. მისი მიზანი კანონის უზენაესობის განმტკიცება, უსაფრთხო გარემოს შექმნა, დანაშაულის შემცირება და მართლმსაჯულების ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფაა. სტრატეგიის თანახმად, უნდა გაუმჯობესდეს პროკურატურის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა. პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები, შს და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრები, აგრეთვე, ევროკავშირის ექსპერტები − პროექტის მიმართულების კოორდინატორები. „მართლმსაჯულების რეფორმა საქართველოში“ იუსტიციის სამინისტროს გარდა, სასამართლოსა და პენიტენციარული სისტემის მხარდაჭერის კომპონენტებსაც მოიცავს. 32-თვიანი პროგრამის მთლიანი ღირებულება 7.6 მილიონი ევროა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)