22:23 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-15 10:02:24, 1476 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
შეჩერების მექანიზმზე კენჭისყრა დღეს გაიმართება

შეჩერების მექანიზმზე კენჭისყრა ევროპარლამენტის სესიაზე დღეს გაიმართება,- ამის შესახებ ევროპარლამენტმა განცხადება რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.

"წევრმა ქვეყნებმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გაძლიერებას დაუკავშირეს. ევროპარლამენტმა და საბჭომ ამ მექანიზმზე შეთანხმებას 7 დეკემბერს მიაღწიეს და მას პლენარულ სესიაზე კენჭისყრაზე ხუთშაბათს გაიტანენ. ევროპარლამენტის წევრების თხოვნის საფუძველზე, ევროკავშირის თავმჯდომარე სლოვაკეთმა პირობა დადო, რომ მიმდინარე კვირის ბოლომდე წერილობით დაუდასტურებს მათ, რომ საბჭო გააკეთებს ყველაფერს საქართველოსთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების დამუშავების დასაჩქარებლად. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება იმავე დღეს, როდესაც ამოქმედდება ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი", -აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ევროპარლამენტის განცხადების მიხედვით, ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ მიაღწიეს არაფორმალურ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობის უფლება. 

როგორც ევროპარლამენტის განცხადებაშია აღნიშნული, "13 დეკემბერს მიღწეული შეთანხმება კიდევ უნდა დაადასტურონ წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა (Coreper) და მხარი დაუჭიროს LIBE-ს კომიტეტმა და მთელმა პარლამენტმა, სავარაუდოდ იანვარში".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics