11:57 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-14 21:48:51, 1170 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი: გალარების აქცია მხოლოდ მათ შეეხება, ვისი წლიური შემოსავალი 100,000 ლარზე ნაკლებია

საქართველოს მთავრობის და ეროვნული ბანკის პრინციპული ამოცანაა, ჩვენს ქვეყანაში უცხოური ვალუტის რყევაზე დამოკიდებულება შემცირდეს,- ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ ხორციელდება ლარიზაციის დიდი პროექტი, რომლის მცირე ნაწილი გალარების ერთჯერადი აქციაა. აღნიშნულის განსახორციელებლად, 2017 წლის ბიუჯეტში 65 მილიონი ლარია გამოყოფილი.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული შეღავათით მინისტრები ვერ ისარგებლებენ. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტულება პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაციის შედეგად იქნა მიღებული.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ასევე, ისაუბრა კიდევ ერთი სიახლის - გალარების აქციის შესახებ. კერძოდ, პარლამენტის წევრებთან შეთანხმებით, ის ფიზიკური პირები, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათას ლარზე მეტია, აღნიშნული სოციალური პროექტით ვერ ისარგებლებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი სამხედრო ბანკის შექმნას გეგმავს
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics