|
2016-12-13 16:57:36, 1319 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართება
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ორგანიზებით ფორუმი „პარტნიორობა უკეთესი დასაქმებისათვის“ ტარდება. როგორც „ექსპრესნიუსს“ ბათუმის საზღვაო აკადემიიდან აცნობეს, ფორუმის ძირითადი მიზანია კვალიფიცირებული, თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი, დასაქმების ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებისა და უკვე არსებული კადრების გადამზადების პროცესში მარეგულირებელთა, დამსაქმებელთა და სოციალურ პარტნიორთა მონაწილეობის გაფართოება. მათივე ინფორმაციით, საზღვაო აკადემიის ადმინისტრაცია კარგად აცნობიერებს, რომ საზღვაო სფეროში კვალიფიცირებული კადრების მომზადების საქმეში წარმატების მისაღწევად აუცილებელია თანამშრომლობა საზღვაო სფეროში მოქმედ მარეგულირებლებთან, სოციალურ პარტნიორებთან და დამსაქმებლებთან. „გამომდინარე აქედან ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია გეგმავს 15 დეკემბერს, დღის 10:00 საათზე გამართოს მასშტაბური დამსაქმებელთა ფორუმი, რომელსაც დაესწრებიან საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საზღვაო განათლების სფეროში მოქმედი სასწავლო/საწვრთნელი ცენტრების, საზღვაო ინდუსტრიაში, აგრეთვე რეგიონის ტურიზმისა და ბიზნესის სფეროში მოღვაწე წარმატებული დაწესებულებებისორგანიზაციების გადაწყვეტილების მიმღები წარმომადგენლები“,-აცხადებენ ბათუმის საზღვაო სახელმწიფო აკადემიაში.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)