2016-12-02 14:17:56, 2108 ნახვა
ეკონომიკა
სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარი 2.54-2.58 ლარი ღირს, ევრო - 2.73-2.76
ლარის კურსი ისტორიულ მინიმუმზეა.
სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის ღირებულება 2.54-2.58 ლარამდე მერყეობს, ხოლო მისი გაყიდვა 2.54-2.55 ლარად შესაძლებელი. 1 ევრო ჯიხურებში 2.73-2.76 ლარი ღირს, მისი გაყიდვის შემთხვევაში კი, 2.70-2.71 ლარს მიიღებთ.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.57-2.61 ლარი ღირს, მისი გაყივდა კი, 2.50-2.53 ლარად არის შესაძლებელი.
რაც შეეხება ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსს, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში კიდევ 5 თეთრით გაუფასურდა. 1 დოლარი დღეს 2.5871 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.5352 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0519 ლარი შეადგინა.
ფოტო რეპორტაჟი
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან