|
2016-10-20 12:18:30, 825 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროშო ექსტენციის სტრატეგიის პროექტი განიხილეს
სოფლის მეურნეობის სამინისტროშო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით მომზადებული საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სტრატეგიის პროექტი განიხილეს. სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საექსტენციო სისტემის გაძლიერება სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა. მინისტრის განმარტებით, ექსტენცია მოიცავს კვლევისა და ტრეინინგების კომპონენტს. დამტკიცების შემდეგ, აღნიშნული სტრატეგია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საექსტენციო მომსახურების გაუმჯობესებაში. პროექტის განხილვისას ყურადღება გამახვილდა სტრატეგიის დოკუმენტის შინაარსის ძირითად მიმართულებებზე: სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მიზნებზე, პაკეტებზე, მიდგომასა და მიზნობრიობაზე, სახელმწიფოს როლზე სასოფლო-სამეურნეო ექსტენციაში, საორგანიზაციო სტრუქტურასა და საინფორმაციო სისტემებზე. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, მინისტრის მოადგილეები: გიორგი ჩხეიძე, დავით გალეგაშვილი, გოჩა ცოფურაშვილი, იური ნოზაძე, ასევე, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე და სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. (NS)
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)