|
2016-10-20 11:57:17, 756 ნახვა
საზოგადოება
2016 წლის თბილისიმარათონის ონლაინ რეგისტრაცია დაიწყო
2016 წლის თბილისიმარათონის ონლაინ რეგისტრაცია უკვე დაიწყო! დარეგისტრირება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.tbilisimarathon.ge “ჰაიდელბერგცემენტის” მიერ ორგანიზებული სოციალური პროექტი თბილისიმარათონი 2016 წლის 23 ოქტომბერს, უკვე მეხუთედ ჩატარდება. თბილისიმარათონის მარშრუტი ქალაქ თბილისის ისტორიულ უბნებს მოიცავს - სპეციალურად ღონისძიებისთვის გადაიკეტება ქალაქის ცენტრალური ქუჩები. ორგანიზატორები ღონისძიებაში მონაწილეთა ყველა მსურველს უმასპინძლებენ, გაიმართება 500 მეტრიანი გარბენი 6-11 წლამდე ბავშვებისთვის და 1,2 კილომეტრიანი გარბენი 11-15 წლამდე მოზარდებისთვის. 16 წლიდან მსურველებს კი დარეგისტრირება შეეძლებათ როგორც ნახევარმარათონზე, ასევე 10 კილომენტრიან გარბენზეც. ნახევარმარათონი და 10 კილომეტრიანი გარბენი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდება, შედეგების დათვლაც მსოფლიოში აპრობირებული, Mika timing-ის „Official Timekeeping and Data Processing” სისტემით მოხდება. თბილისიმარათონი არის ყოველწლიური მაშტაბური საერთაშორისო გარბენი, რომელიც კომპანია ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით, ქალაქ თბილისის მერიის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და გერმანიის საელჩოს პატრონაჟით ტარდება. ღონისძიების მიზანი ერთის მხრივ საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება, მეორეს მხრივ კი სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარებაა. 2015 წელს „თბილისიმარათონის“ რეგისტრაციიდან შემოსული თანხა კომპანია ჰაიდელბერგცემენტმა გააორმაგა და 48 060 ლარი რუსთავის შშმ ბავშვთა დღის ცენტრის მშენებლობასა და კეთილმოწყობას მოხმარდა. ტრადიციისამებრ, წელსაც „თბილისიმარათონი“ საქველმოქმედო ხასიათს მიიღებს და რეგისტრაციიდან შემოსული თანხა გაორმაგებული ოდენობით საქართველოში პირველი ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობას მოხმარდება. შესაბამისად თითოეული მონაწილეც ქველმოქმედი ხდება. “თბილისიმარათონი” 2015 წელს ოფიციალურად გაწევრიანდა მარათონებისა და გრძელ დისტანციებზე გარბენთა საერთაშორისო ასოციაციაში (AIMS) რაც ნიშნავს იმას, რომ თბილისიმარათონი პირველი საერთაშორისო სტატუსის მქონე გარბენია კავკასიაში. „ჰაიდელბერგცემენტის“ სოციალური პროექტი „თბილისიმარათონი“ ყოველწლიურად სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს, მონაწილეთა შორის არიან უცხოელი სტუმრები 25-ზე მეტი ქვეყნიდან, დიპლომატიური კორპუსი, ასევე სამთავრობო და ბიზნეს სექტორი. „თბილისიმარათონზე“, საზოგადოების დიდი დაინტერესებიდან გამომდინარე, 2000-ზე მეტ მონაწილეს ველით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის, არამედ ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც.
(NS)
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)