|
2016-10-19 14:17:11, 674 ნახვა
საზოგადოება
წამალდამოკიდებული მსჯავრდებულებისთვის სპეციალური პროგრამა „ატლანტისის“ პირველი ეტაპი დასრულდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციურ დაწესებულებაში წამალდამოკიდებული მსჯავრდებულებისთვის სპეციალური პროგრამა - „ატლანტისის“ პირველი, სარეაბილიტაციო ეტაპი დასრულდა. სამინისტროს ინფორმაციით, 4 თვიან პროგრამაში 11 ქალი მსჯავრდებული იყო ჩართული, რომელთაც სარეაბილიტაციო ეტაპის დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცათ. „ატლანტისი“ ბევრ ქვეყანაში აპრობირებული პროგრამაა და მისი მიზანია წამალდამოკიდებულების დაძლევა. პროგრამაში ჩართული პირებისთვის დაწესებულებაში ცალკე სივრცე მოეწყო, რომელიც სათანადოდ არის აღჭურვილი. ნარკოდამოკიდებულ მსჯავრდებულებთან სპეციალურად გადამზადებული ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები მუშაობდნენ. „სარეაბილიტაციო პროგრამა „ატლანტისის“ პირველი ეტაპი დასრულდა, რომელიც მინესოტას მოდელით არის აწყობილი და ის წამალდამოკიდებული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. პროგრამა მოიცავს ოთხთვიან სარეაბილიტაციო კურს. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები გადადიან შემდგომ ეტაპზე და გააგრძელებენ თვითდახმარების რეჟიმში მუშაობას. ანუ მსჯავრდებულები მინიმუმ კვირაში ერთხელ შეირკიბებიან, შეხვედრას სპეციალური ასისტენტი დაესწრება. პირველი ჯგუფის მუშაობამ ძალიან კარგად ჩაიარა. დაწესებულებაში უკვე მიმდინარეობს მეორე ჯგუფის მონაწილეების შერჩევა. რამდენიმე კვირაში შედგება „ატლანტისის“ მეორე ჯგუფი, რომლის მონაწილეებიც, ასევე, ოთხთვიან სარეაბილიტაციო პროგრამას გაივლიან“, - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილემ ინგა სარჯველაძემ. პროგრამა „ატლანტისი“ საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ მხარდაჭერით ხორციელდება. N5 ქალთა დაწესებულების პარალელურად, აღნიშნული პროგრამა N2 დაწესებულებაშიც მოქმედებს.
(NS)
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)