19:37 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-16 14:27:28, 712 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია ,,თბილისობის’’ ფარგლებში რამდენიმე ქვეყნის დელეგაციას შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია ზაარბრიუკენის მერს შარლოტა ბრიცს შეხვდა. თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ქალაქებს შორის თანამშრომლობას და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებს შეეხო.

განიხილეს ტრანსპორტის და განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხები, ასევე ისაუბრეს თბილისის ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალზე, გარდა ამისა, განიხილეს მომდევნო წელს ერთობლივი ბიზნეს ფორუმის გამართვის შესაძლებლობა. 

თბილისის მერის განცხადებით, მნიშვნელოვანია უნივერსიტეტებს შორის გაცვლითი პროგრამების მიმართულებით თანამშრომლობა, რომელშიც თბილისის მერიაც არის ჩართული. 

„ზაარბრიუკენთან ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ კიდევ მრავალი საინტერესო პროექტი გვექნება, თანამშრომლობის ახალ შემოთავაზებებზე მუშაობს გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ბიურო.  სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ზაარბრიუკენი-ნანტი-თბილისი, უკვე რამდენიმე წელია, მიმდინარეობს ახალგაზრდული პროექტები. ჩვენთვის ცნობილია, რომ  ჯერ ზაარბრიუკენმა, ხოლო შემდეგ ნანტმა უმასპინძლა სამი ქალაქის საზაფხულო უნივერსიტეტს თემაზე „ციფრული კულტურა“. მომავალ წელს „საზაფხულო უნივერსიტეტის“  მონაწილე ზაარბრიუკენელ და ნანტელ ახალგაზრდებს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს. ბუნებრივია, თბილისის მერიაც ჩაებმება ამ ღონისძიებაში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

გარდა ამისა, დღესვე თბილისის მერი ანკარის საკრებულოს დელეგაციას და  ერევნის ვიცე-მერს დავით ოგანიანს შეხვდა.  სტუმრები თბილისს ,,თბილისობის’’ დღესასწაულთან დაკავშირებით ესტუმრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics