19:39 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-16 13:52:40, 708 ნახვა

საზოგადოება
სოფიო შამანიდმა ნაცემი ლგბტ თემის წარმომადგენელი მოინახულა

ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია, განსაკუთრებით შემზარავია მოძალადე, რომელიც ადამიანზე ძალადობს, მხოლოდ იმის გამო, რომ იგი მისგან განსხვავებულია“,-ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა უმცირესობის საკითხებში  სოფიო შამანიდმა განაცხადა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტის მრჩეველმა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის საკითხებში სოფიო შამანიდმა დღეს ,,ნიუ ჰოსპიტალის" რეანიმაციაში მყოფი დაშავებული ლგბტ თემის წარმომადგენელი მოინახულა.

მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტის მრჩეველმა უშუალოდ ექიმებისგან მიიღო პაციანტის შესახებ ინფორმაცია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

სოფიო შამანიდმა  მოხდარი ძალადობა დაგმო,  სწარფი გამოძიების და პაცინტის მდგომარების გაუმჯობესების იმედი გამოთქვა.

„ ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია, მაგრამ განსაკუთრებით შემზარავია მოძლადე, რომელიც ადამიანზე ძალადობს მხოლოდ იმის გამო, რომ იგი მისგან განსხვავებულია. ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს მისი თავი ისე, როგორც ეს მას სურს, ჰქონდეს ის იდენტობა რომელსაც ის თავად აირჩევს და არავის აქვს უფლება მიუთიოთოს, გაკიცხოს,  ან მით უმეტეს იძალადოს მასზე ამის გამო. სამწუხაროდ,   ჩვენს საზოგადოებაში,  მიუხედავად  არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური მუშაობისა,  დღემდე ძალიან მძლავრად ჩანს ჰომოფობიური და ქსენოფობიური ტენდენციები და ამას დიდწილად უწყობს ხელს პოლიტიკოსების არაადეკვატური, ჰომოფობიური გამოხატულებები. მე დარწმუნებული ვარ,  რომ სამართალდამცავი ორგანიზაციები გამოიძებენ ამ საქეს და მინდა იმედი ვიქონიო,  რომ ამ ახალგაზრდა ადამინის მდგომარეობა გაუმჯოიბესდება",-აღნიშნა სოფიო შამანიდმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics