18:21 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-15 18:57:10, 1315 ნახვა

საზოგადოება
„ვენდიში“ სათამაშოების მაღაზია გაიხსნა

ამერიკული რესტორნების ქსელმა "ვენდი" სათამაშოების მაღაზიების ქსელის განვითარება დაიწყო და პირველი მაღაზია 26 მაისის მოედანზე მდებარე, "ვენდის" მსოფლიოში ყველაზე დიდ რესტორანში გახსნა.

სათამაშოების მაღაზიებში ყველასთვის ხელმისაწვდომ ფასად იყიდება არა მხოლოდ "ვენდის" ბრენდირებული ნივთები და აქსესუარები, არამედ სხვადასხვა ცნობილი ბრენდების სათამაშოები, სასაჩუქრე ნივთები და ვაუჩერები.

როგორც "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სათამაშოების მაღაზიის გახსნა ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის ძალიან მხიარული და საინტერესო შეთავაზებაა.

"დღეს ჩვენ ერთ-ერთ რესტორანში, დოლიძის ქუჩაზე არსებულ "ვენდიში" გავხსენით სათამაშოების მაღაზია. ეს არის ძალიან მხიარული, საინტერესო შეთავაზება ბავშვებისთვის. მოლოდინმა გადააჭარბა, იმას რაც მივიღეთ ამის შედეგად. ეს მშობლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქვე განთავსებულია დაბადების დღის ცენტრი და მომავალში მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ საჩუქარი ამავე მაღაზიაში იყიდოს. ბავშვებს ვპირდებით, რომ ყოველთვის დახვეწილი და საინტერესო ასორტიმენტი იქნება. დიდ სიხარულს და სითბოს მივანიჭებთ თითოეულ მათგანს", - განაცხადა ფხაკაძემ.

ფხაკაძის თქმით, ამერიკული რესტორნების ქსელი "ვენდი" განვითარების ახალ ფაზაში შედის.

"თავიდან დავიწყეთ იმით, რომ "ვენდი" საქართველოში იმდენად საინტერესო კონცეფციით განვავითარეთ რესტორნებში კაფეს, სათამაშო ზონის, დაბადების დღეების ცენტრის ინტეგრაციით, რომ უამრავი სხვა წამყვანი ქვეყანა "ვენდის" ქსელის განვითარებას ქართული მოდელით გეგმავს. განვაგრძეთ იმით, რომ "მეტი ქართული პროდუქტის" ინიციატივის ფარგლებში "ვენდიმ" იმპორტის უდიდესი წილი ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და კიდევ უფრო ხაზი გაუსვა იმას, რომ "ხარისხი ჩვენი რეცეპტია". ახლა კი "ვენდი" რესტორნებში სათამაშო მაღაციების ქსელის განვითარებას იწყებს, რაც მომხმარებლებისთვის დამატებიტი კომფორტის შეთავაზებაა და აჩქარებული ცხოვრების რიტმში საინტერესო საჩუქრს შერჩევის მოსახერხებელ და ხელმისაწვდომ გზას წარმოადგენს", - განაცხადა ფხაკაძემ.

"ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა, პროექტის განხორციელებაში მონაწილე ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა.

"დარწმუნებული ვარ, ეს იქნება წარმატებული პროექტი და შევეცდებით ანალოგიური სათამაშოების მაღაზიები სხვა რესტორნებშიც გავხსნათ. დღეს ჩვენ პირველები ვართ და ეს ძალიან გვიხარია", - აღნიშნა მან.

როგორც "სმარტ ქიდსის" დირექტორმა მარიამ წერეთელმა განაცხადა, კომპანია "ვენდის" პროექტში მონაწილეობას იღებს და ახლად გახსნილ მაღაზიას სათამაშოებით ამარაგებს.

""სმართ ქიდსში" 2016 წლიდან არის მატელის ოფიციალური წარმომადგენელი და მისი ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში. ძალიან გვიხარია, რომ დღეს გვაქვს საშუალება "ვენდის" ესეთ შესანიშნავ პროექტში მივიღოთ მონაწილეობა და ამის შემდეგ "ვენდის" ყველა ობიექტზე, სადაც იქნება სათამაშოები, ჩვენ ძალიან დიდი ასორტიმენტით ვიქნებით წარმოდგენილი", - განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის, პირველი მაღაზია ყოველდღე 09:00-დან 23:00 საათამდე იქნება გახსნილი.

შეგახსენებთ, რომ "ვენდის" ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება "ვისოლ ჯგუფმა" 2013 წელს დაიწყო და დღეს "ვენდის" რესტორნები თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, სამების ტაძრის გვერდით, საბურთალოზე ცინცაძის ქუჩა #37-ში, 26 მაისის მოედანსა და აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, გლდანში, კახეთის გზატკეცილზე სავაჭრო კომპლექს "ისთ ფოინთსა" და გორში მდებარეობს.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics