18:20 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-15 18:25:35, 729 ნახვა

საზოგადოება
რიყესა და ევროპის მოედანზე „თბილისობის“ მასშტაბური ღონისძიებები გაიმართა

თბილისის მერი დავით ნარმანია თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით რიყეზე გამართულ ღონისძიებებს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად დაესწრო.

ფესტივალის ფარგლებში, რიყესა და ევროპის მოედანზე  მოეწყო სხვადასხვა კულტურული და სპორტული  ღონისძიებები, საბავშვო გასართობი ღონისძიებები,   კულინარიული გამოფენა-გაყიდვები და სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები.

რიყის პარკში „თბილისობის“ პატარა სტუმრებისთვის მოეწყო საბავშვო თეატრი, კონცერტები, ქვიშის ქალაქი, მხიარული შეჯიბრებები, საბავშვო დისკოთეკა და სხვა სახალისო აქტივობები. პარკში განთავსდა რაგბის, მინი გოლფის, კალათბურთისა და ფეინთბოლის მოედნები. რიყის პარკის ქვედა ტერასაზე კულინარიის ქუჩა მოეწყო, სადაც  გურმანებს ქართული და უცხოური სამზარეულოს დაგემოვნება შეუძლიათ.

ევროპისა და ღვინის მოედანზე ქართული ტრადიციული ბაზარი მოეწყო, სადაც სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინოს და ქართული ნუგბარის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.   ჩატარდა ასევე  კულინარიული   გამოფენები და თემატური მასტერკლასები.

ევროპის მოედანზე  განთავსებულ სცენაზე,  15 და 16 ოქტომბერს, კლასიკური მუსიკის, ფოლკლორული და ახალგაზრდული ბენდების კონცერტები გაიმართება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics