|
2016-10-15 13:35:38, 760 ნახვა
საზოგადოება
ვაკის პარკში „შუმბა ლენდი“ გაიხსნა
ვაკის პარკში, საბავშვო ქალაქი - „შუმბა ლენდი“ გაიხსნა. საზეიმო გახსნას თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი და ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე დაესწრნენ. ლაშა აბაშიძის განცხადებით, თბილისის მერიის მხარდაჭერით, მოხდა ტერიტორიის კეთილმოწყობა და რეაბილიტაცია, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები. "დღეს ჩვენ, ვაკის პარკში, გავხსენით წლების განმავლობაში მიტოვებული, საბავშვო მოედანი. ადგილზე დამონტაჟდა ევროპული წარმოების ატრაქციონები და კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია. პატარებს დღეიდან შეეძლებათ მოვიდნენ "შუმბა ლენდში", სადაც მათ უამრავი გასართობი დახვდებათ" - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა. ლაშა აბაშიძის თქმით, საბავშვო ქალაქის კეთილმოწყობისთვის 4 მილიონ ლარამდე ინვესტიცია ჩაიდო.
(NS)
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)