|
2016-10-13 19:02:24, 714 ნახვა
საზოგადოება
უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ მე-10 სხდომა გამართა. თეა წულუკიანმა ქართველ ხალხს დემოკრატიული და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მიულოცა და აღნიშნა, რომ, მიუხედავად რამდენიმე ინციდენტისა, ამომრჩეველს მიეცა საშუალება, არჩევანი მშვიდ ვითარებაში გაეკეთებინა. შეხვედრაზე კომისიის წევრებმა მოისმინეს ცესკო-ს ანგარიში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის მიმდინარეობისა და მისი შედეგების შესახებ. უწყებათაშორისი კომისიის წევრებმა ძალოვანი სტუქტურების წარმომადგენლებსაც მოუსმინეს და ინფორმაცია მიიღეს იმ სისხლის სამართლის დანაშაულების გამოძიების მიმდინარეობაზე, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, წინასაარჩევნოდ, ხმის მიცემისა და ხმების დათვლისას მოხდა. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უწყებათაშორისი კომისიის წევრები, პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები გამოფენაზე მიიწვია, რომელიც ხვალ, 14.00 საათზე გაიხსნება. გამოფენა „არჩევნები საქართველოში“ საქართველოში სხვადასხვა ეპოქაში გამართული დემოკრატიული და ერთპარტიული არჩევნების თითქმის ასწლიან ისტორიას ასახავს. ყველაზე ადრინდელი მასალები 1919 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევნების პერიოდს განეკუთვნება. გამოფენილი იქნება, აგრეთვე, 1922-1990 წლებში ჩატარებული ერთპარტიული არჩევნების ამსახველი დოკუმენტები და საქართველოს უზენაესი საბჭოს 1990 წლის არჩევნების ამსახველი მასალა, რომელშიც, პირველად საბჭოთა საქართველოს ისტორიაში, კომუნისტური პარტიის გარდა, კიდევ არაერთი სხვა პარტია იყრიდა კენჭს: „მრგვალი მაგიდა − თავისუფალი საქართველო“; „სახალხო ფრონტი“; „დემოკრატიული საქართველო“ და „რუსთაველის საზოგადოება“. უწყებათაშორისი კომისიის დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები (შინაგან საქმეთა; საგარეო საქმეთა; ფინანსთა; თავდაცვის; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის; განათლებისა და მეცნიერების; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები; აგრეთვე, მთავარი პროკურორისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი), კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)