|
2016-10-13 17:14:20, 680 ნახვა
საზოგადოება
სოფიო შამანიდმა ქართულ-ოსური ურთიერთობების განვითარების შესახებ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხებში სოფო შამანიდმა ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივების შესახებ მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ქართულ - ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო - კვლევითი ცენტრი, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანასებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაახლოებით, 2 წლის წინ შეიქმნა. კონფერენციის მიზანი ქართულ-ოსური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლის და თანამედროვე ინტერდისციპლინური კვლევების ხელშეწყობაა. „ჩვენ კარგად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ამ ცენტრის არსებობა საქართველოს პირველ უნივერსიტეტში და ყველანაირად შევუწყობთ ხელს მის მუშაობას. ვფიქრობ, დღეისათვის ეს არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და შედეგზე ორიენტირებული ველი, სადაც შეიძლება ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე საუბარი“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა სოფიო შამანიდიმ. ღონისძიებაზე განიხილეს ფოლკლორი, ლიტერატურა, ენათმეცნიერება, ისტორია, რელიგია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, კულტუროლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეკონომიკა, კონფლიქტოლოგია, გენდერის კვლევები, ადამიანის უფლებები, ქართულ-ოსური ურთიერთობების ისტორია, თანამედროვე პრობლემები და მიგრაცია. კონფერენციის გახსნას თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ქართველი და უცხოელი მეცნიერები, სტუდენტები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონფლიქტოლოგები, ექსპერტები დაესწრნენ.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)