|
2016-10-13 17:04:59, 786 ნახვა
საზოგადოება
კარტოფილის კიბოს დაავადების გამომწვევი პათოგენებისადმი გამძლე ჯიშების გამოცდა ჩატარდა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ხულოს მუნიციპალიტეტში კარტოფილის კიბოს დაავადების გამომწვევი პათოგენისადმი გამძლე ჯიშების გამოცდა ჩატარდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფმა მოიძია და აჭარის რეგიონის სოფლებში (დანისპარაული, რიყეთი და ღორჯომი) საქართველოში ხელმისაწვდომი, კიბოსადმი გამძლე კარტოფილის ჯიშები დათესა. უწყების ინფორმაციით, ვეგეტაციის პერიოდში, ჯგუფის მიერ, მონიტორინგი და მავნებელ-დაავადებათა კონტროლი მიმდინარეობდა. ცდაში ჩართული 15 სხვადასხვა ჯიშიდან, კიბოსადმი გამძლეობა აღმოაჩნდა კარტოფილის 6 ჯიშს, კერძოდ, „ფარიდა“, „სილვანა“, „პანამერა“ (ჰოლანდიური), „ბარსელონა“ (კანადური) და ჯავახეთური და მესხური წითელი (ქართული), რომლებიც, მეკარტოფილეობის საერთაშორისო ცენტრის (CIP) კლონების საფუძველზე,სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ არის რეგისტრირებული. კარტოფილის ჯიშმა „მესხური წითელი“ კიბოსადმი გამოჩენილ გამძლეობასთან ერთად, ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების გამო, ადგილობრივი ფერმერების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ჩატარებული სამუშაოებით მიღებულ შედეგებზე იმსჯელეს და შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში კიბოსადმი გამძლე კარტოფილის ჯიშების სათესლე მასალით ფერმერთა უზრუნველყოფა დაიწყება. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 25 ივნისს საქართველოს მთავრობამ მიიღო N 305 დადგენილება „კარტოფილის კიბოს კონტროლის წესის“ დამტკიცების თაობაზე, რომლის მე-10 მუხლის თანახმად, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს დაეკისრა ვალდებულება, სოფლის მეურნეობის სამინისტროს კარტოფილის კიბოსადმი რეზისტენტული ჯიშების ჩამონათვალიყოველწლიურად წარუდგინოს. (NS)
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)