|
2016-10-13 16:58:29, 780 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების მინისტერიალზე
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ და საქართველოს ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში კონსტანტინე სურგულაძემ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) გენერალურ დირექტორთან, აჰმედ უზუმჩუსთან ოფიციალური შეხვედრა გამართეს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შესახებ ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. დავით სერგეენკო და ამირან გამყრელიძე როტერდამში „გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების მინისტერიალს 2016“-ს ესწრებიან. ჯანდაცვის მინისტრი მესამე ყოველწლიურ მინისტერიალზე სიტყვით წარსდგა და ყურადღება გლობალურ საფრთხეებთან ერთობლივი ბრძოლის მნიშვნელობაზე გაამხვილა. „გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების კონცეფცია ეფუძნება იდეას, რომ გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა არა ცალკეული ქვეყნის მხრიდან, არამედ ერთობლივად ხორციელდება“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ. „გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების მინისტერიალი - 2016“-ს 50-მდე ქვეყნის საერთაშორისო ორგანიზაციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ესწრება. ღონისძიების ფარგლებში, ინფექციების პრევენციის, გამოვლენისა და რეაგირების მიმართულებით, მრავალმხრივი და მრავალსექტორული მიდგომები განიხილება. ყოველწლიური მინისტერიალი უკვე მესამედ იმართება და გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების ამაღლებას ემსახურება. ის 12 ოქტომბერს გაიხსნა და ხვალ - 14 ოქტომბერს დაიხურება. (NS)
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)