|
2016-09-26 14:55:26, 722 ნახვა
პოლიტიკა
ინაშვილი: „პატრიოტთა ალიანსი“ ხელისუფლებას რეიტინგით არ ჩამორჩება
„ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ გენერალური მდივნი ირმა ინაშვილი ბრიფინგზე ამერიკული სოციოლოგიური კომპანიის Wilson Perkins Allen Research (WPA) კვლევის შედეგებს გამოეხმაურა. ინაშვილის შეფასებით, „პატრიოტთა ალიანსის“ რეიტინგი 16 %-ზე გაცილებით მეტია. ინაშვილის განცხადებით, ამერიკულმა კვლევამ აღიარა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ მეორე, პოლიტიკური ძალაა ქვეყანაში. „იცით, რომ ძალიან ცნობილმა ამერიკულმა კომპანიამ Wilson Perkins Allen Research (WPA) რეიტინგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც „ქართულ ოცნებას“ 25% აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 12 %, ხოლო „პატრიოტთა ალიანსს“ 16%. შეგნებულად არ გავაკეთებ კომენტარს სხვა პარტიების მაჩვებელზე. ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია ამ კომპანიის შესახებ. უნდა ითქვას, რომ, ასეთი მძლავრი კვლევითი ორგანიზაცია, ასეთი პოპულარული და გავლენიანი, პირველად შემოვიდა საქართველოში. ის თანამშრომლობს ძალიან ბევრ ამერიკელ კონგრესმენთან და უტარებს მას კვლევებს. ასევე ეს არის კომპანია, რომელიც კვლევას ატარებს ჰილარი კლინტონისთვის, ტრამპისთვის და არაერეთი ამერიკელი პოლიტიკოსისთვის. როგორც ამერიკელები აღნიშნავენ, ძალიან სარწმუნოა ამ კომპანიის კვლევები, თუმცა ჩვენ ამ მონაცემს მაინც ვერ ვეთანხმებით. ჩვენი კვლელევის თანახმად დასტურდება ის ფაქტი, რომ გაცილებით მაღალია ჩვენი რეიტინგი ვიდრე 16%. „ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად არ აქვს 12 %. თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობის “ რეალური რეიტინგი დღეს ტივტივებს სადღაც 7%-ზე. ასევე საყურადღებოა, რომ თუ ხელისუფლების რეიტინგი არის 25%, ჩვენ არსად არ ჩამოვრჩებით ხელისუფლებას ამ რეიტინგში, 2-3% ნაკლებით ალბათ. ამერიკული კვლევის მთავარი პლიუსი, ბოლოსდაბოლოს აღიარებული იქნა „პატრიოტთა ალიანსი“ მეორე პოლიტიკურ ძალად ქვეყანაში. ეს არის თავისთავად მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ამის აღიარება საქართველოში არ უნდა პოლიტიკურ სპექტრს, არ უნდა ხელისუფლებას, რომლსაც ოპონირება ურჩევნია სრულიად გაკოტრებულ „ნაციონალურ მოძრაობასთან“,-განაცხადა ირმა ინაშვილმა.
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)