|
2016-09-26 14:09:43, 629 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილი უნიკალური მოვლენაა და გავუფრთხილდეთ
„ძველი პოლიტიკოსები მაინცდამაინც სანდოობით არ გამოირჩევიან, ამ მხრივ ირაკლი უნიკალური მოვლენაა და კარგია, გავუფრთხილდეთ“,-ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადა. ივანიშვილის თქმით, ღარიბაშვილს აქვს განცდა, რომ საჭიროების შემთხვევაში პოლიტიკაში დაბრუნდება. „ირაკლის მე შევთავაზე დაბრუნდება, თვითონ ცდილობს და ახლა არის ბიზნესის დარგში. ჯერ კიდევ შერჩევის პროცესშია. პოლიტიკური მზაობაც აქვს და კარგ ფორმაშია ირაკლი. კიდევ ერთხელ გავუსვამდი ხაზს, კარგია, რომ ქართულ პოლიტიკაში ასეთი სათადარიგო მოთამაშეები გაჩნდნენ. მე უკვე 60 გადავაჭარბე და მოთამშედ ვეღარ ჩავითვლები, არც მაქვს ამის სურვილი. მაგრამ ირაკლი არის კარგი ვარიანტი. ძველი პოლიტიკოსები მაინცდამაინც სანდოობით არ გამოირჩევიან, ამ მხრივ ირაკლი არის უნიკალური მოვლენა და კარგია გავუფრთხილდეთ. მას უყვარს თავისი სამშობლო. აქვს განცდა იმისა, რომ საჭიროების შემთხვევაში დაბრუნდეს“,-განაცხადა ივანიშვილმა.
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)