|
2016-09-26 09:04:37, 596 ნახვა
პოლიტიკა
შალვა კიკნაველიძემ ზესტაფონის ამომრჩეველთან 200-მდე შეხვედრა გამართა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ ამომრჩეველთან შეხვედრების მეორე ეტაპი დაასრულა. დეპუტატი ზესტაფონის მაჟორიტარულ ოლქში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდა და რაიონის თითოეულ მკვიდრს კარდაკარ შეხვედრის ფარგლებში გაესაუბრა. მისი განცხადებით არჩევნებამდე მოსახლეობასთან შეხვედრების მესამე ეტაპი განხორციელდება. კანდიდატმა ამომრჩეველს ბოლო 4 წლის განმავლობაში რაიონში დასრულებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, პირადად გაეცნო ადგილობრივების პრობლემებს და პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა და მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმა წარუდგინა. შალვა კიკნაველიძემ ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის საკითხებზე. მისი განმარტებით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტია. პროგრამის ფარგლებში ზესტაფონში 28 340-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის 49%-ს შეადგენს. „ზესტაფონში აშენდა 5 საბავშვო ბაღი და 2 საჯარო სკოლა. 17 საბავშვო ბაღს და 7 საჯარო სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია. განხორციელდა 59 კმ. გზის რეაბილიტაცია მუნიციპალური და რეგიონალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭრით. ამ დროისთვის მიმდინარეობს 21 კმ გზის მშენებლობა. 300-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით. განხორციელდა 2000-ზე მეტი აბონენტის გაზიფიცირება და უახლოეს მომავალში 3000 ოჯახი მიიღებს ბუნებრივ აირს“ - განაცხადა ზესტაფონის მაჟორიტარობის კნდიდატმა შალვა კიკნაველიძემ. დეპუტატობის კანდიდატი ადგილობრივ მოსახლეობას უახლოეს პერიოდში ქალაქში დაწყებული საუბნო გზების მოწესრიგების, გაზიფიცირება-გამრიცხველიანების, სოფლების ადმინისტრაციულ ცენტრებში მიმავალი გზების რეაბილიტაციის პროცესის დასრულებას დაპირდა.
(NS)
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)