|
2016-09-23 15:06:34, 967 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ბესელია: სამართლიანობის აღდგენის პროცესი არ დასრულებულა და გრძელდება
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას არ მიჩანია, რომ ხელისუფლებამ ე.წ სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაასრულა. „არ მიმაჩნია, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ჩვენ დავასრულეთ, გრძელდება და მესმის, რომ ამდენი ადამიანი დღეს ელოდება სამართლიანობის აღდგენას, იმდენად დიდია მასშტაბი დაზარალებული ადამიანების“,-აღნიშნა „ქართული ოცნების“ საბჭოს წევრმა. „ჩვენ რომ დაგვეწყო შურისძიება და დაგვეწყო ძალიან მოკლე გზით მათთან ანგარიშსწორება, წარმოიდგინეთ ეს რა სახეს მიიღებდა. ჩვენ ვერასოდეს ვერ გამოვიდოდოთ პიროვნული, ჯგუფური გარჩევებისგან, იმიტომ, რომ თუ პროცედურას არ დავიცავდით და თუ კანონის სტანდარტებს ნაბიჯ-ნაბიჯ არ მივყვებოდით, მაშინ დაიწყებოდა პერსონალური ანგარიშსწორებები,ანუ მოკლე გზით სიარული, როგორც ეს ხდებოდა ადრე“,-აღნიშნა ბესელიამ. ბესელიამ გაიხსენა, თუ როგორ ხდებოდა მიხეილ სააკაშვილის დროს საჯარო დაპატიმრებები და ქონების წართმევა. „მახსოვს, როდესაც სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, მან დაიწყო საჯარო დაპატიმრებები და ქონების წართმევა ყაჩაღური გზით და არ არსებობდა კანონი, რომლითაც ქონებას ჩამოართმევდი ადამიანს და ფონდში გადარიცხავდი. 2004 წელს მეუბნებოდნენ, რომ ჩვენ მორალურად მართლები ვართო. შევარდნაძის რეჟიმის დროს ამ ადამიანება ფული მოიპარესო. მერე რაო, რომ კანონით ვერ ვუმტკიცებთო”,-განაცხადა ბესელიამ. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, ხელისუფლებამ არაპოპულარული გზა აირჩია, დაიწყო პროცედურების გზით საქმეების განხილვა.
(NS)
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)