|
2016-09-22 18:47:25, 818 ნახვა
პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგმა დავით უსუფაშვილს პარლამენტში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მასპინძლობისთვის მადლობის წერილი გამოუგზავნა
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს 8 სექტემბერს, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მასპინძლობისთვის მადლობის წერილი გამოუგზავნა. "პატივცემულო თავმჯდომარე, ნება მომეცით, ვისარგებლო შემთხვევით და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს, ასევე, ჩემი სახელით, მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი საქართველოში ვიზიტის დროს თქვენთან და პარლამენტის წევრების ფართო სპექტრთან შეხვედრის შესაძლებლობისთვის. ჩვენი დიალოგი კონსტრუქციული და პრაგმატული იყო. მოკავშირეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ პროგრესმა, რომელსაც საქართველომ რეფორმების განხორციელების პროცესში მიაღწია და საერთო ეროვნულმა კონსესუსმა საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებით. ზოგადად კი, ვიზიტმა საბჭოს მისცა უნიკალური შესაძლებლობა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების და ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციასთან დაკავშირებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაცია პირველწყაროდან მიეღო. მოკავშირეები გააგრძელებენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის, პარლამენტის საქმიანობაზე დაკვირვებას. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევძლებთ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე დიალოგის გაგრძელებას",-ნათქვამია წერილში.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)