|
2016-09-22 17:35:51, 760 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნისგან მადლობის წერილი მიიღო
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში მასპინძლობისათვის მადლობას უხდის. „ბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის დიდი პატივი იყო ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში თქვენთან შეხვედრა. თქვენ და თქვენს მეუღლეს მადლობას გიხდით საბჭოს წევრების თბილი მასპინძლობისთვის. ასევე მინდა, მადლობა გადაგიხადოთ რეგიონული უსაფრთხოებისა და საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ გულწრფელი და კონსტრუქციული დისკუსიისათვის. მე შევნიშნე საქართველოს დიდი ინტერესი მონაწილეობა მიიღოს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხების განხილვაში, ასევე, თქვენი შეშფოთება რუსეთის პროპაგანდის მიმართ და ასევე, ნათელი მოლოდინი, იმისა, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები უმაღალესი სტანდარტებით ჩატარდება. უფრო მეტიც, ეს ვიზიტი საბჭოსთვის იყო უნიკალური შესაძლებლობა, პირველი პირებისაგან მიეღო ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ. ნება მომეცით კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი მადლიერება მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს მონაწილეობისათვის. ავღანეთში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი და საქართველოს ჩართულობა ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში იმის დადასტურებაა, რომ საქართველო ევროატლანტიკური უსაფრთხოების ღირსეული კონტრიბუტორია. დაბოლოს, მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა თქვენს პერსონალურ წვლილს ქართული პოლიტიკური ინსტიტუტების სტაბილურობის საკითხში და ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლის პროცესში. ბატონო პრეზიდენტო, ჩემი და საბჭოს სახელით, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში მასპინძლობისთვის", - აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილისადმი მიწერილ წერილში.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)