|
2016-09-21 17:20:16, 773 ნახვა
პოლიტიკა
ზაქარია ქუცნაშვილი: ადამიანებმა ვერ დაიბრუნეს წართმეული ქონება
„სამართლიანობა დიდწილად შევასრულეთ, მაგრამ არა სრულად. როდესაც ვამბობ რომ დიდწილად შევასრულეთ ამაში სწორედ იმას ვგულისხმობ, რომ ადამიანებმა ქონება ვერ დაიბრუნეს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა. დეპუტატი ამბობს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა წინ. „ჩვენ ამ დაპირების დიდწილად შესრულება შევძელით, მაგრამ არა სრულად. დიდწილად შესრულებაში ვგულისხმობთ იმას, რომ მაგალითად სკოლის პედაგოგები, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით იყვნენ გათავისუფლებულები, ისინი სკოლებში აღვადგინეთ. ასევე საპატიმროებიდან გამოვუშვით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირები. მოქალაქეები, რომლებიც სამსახურიდან გათავისუფლებულები იყვნენ პოლიტიკური მოტივაციით, მათ საქმეების წარმოების უფლება მიეცათ. პირები, რომლებიც უკანონო მსჯავრდებულები იყვნენ, მათ საქმეების გადახედვის უფლება მივეცით, ამ მხრივ პარლამენტმა სისხლის სამართლის კანონმდებლობა გაამარტივა. ქონება, რომელიც წაართვეს ადამიანებს ნაწილობრივ დავუბრუნეთ ადამიანებს“, - აცხადებს უმრავლესობის წევრი. ქუცნაშვილი აქვე ამბობს, რომ ქონების დაბრუნების ნაწილში სამართლიანობა ვერ აღდგა და წართმეული ქოენა მხოლოდ მცირე ნაწილს დაუბრუნდა. „ამიტომაც ვამბობ, რომ დაპირებები დიდწილად შევასრულეთ, მაგრამ არა სრულად. სამართლიანობის აღდგენა მარტო ქონებრივ დავებზე არ გადიოდა. ვიმეორებ, სამართლიანობის აღდგენის პროცესი დიდწილად შევასრულეთ და არა სრულად. სწორედ ამას ვგულისხმობ, რომ ადამიანებმა ვერ დაიბრუნეს წართმეული ქონება“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
(NS)
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)