|
2016-09-21 15:42:34, 663 ნახვა
პოლიტიკა
ნუგზარ სურმანიძე: ჩვენი მთავარი ფასეულობა არის ადამიანი, მისი ღირსება და კეთილდღეობა
2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ფარგლებში მუხრან ვახტანგაძე და ნუგზარ სურმანიძე აბუსერიძისა და აბაშიძის ქუჩების მოსახლეობას შეხვდნენ. „ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქათველო“ გახლავთ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია ქვეყნის სწრაფი განვითარება და ეკონომიკური წინსვლა. ჩვენი მთავარი ფასეულობა ადამიანი, მისი ღირსება და კეთილდღეობაა. 4 წლის განმავლობაში მმართველმა გუნდმა საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას, არჩევნების შემდეგ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე ზრუნვა სწრაფი ტემპით გაგრძელდება. ჩვენი ხელისუფლების პირობებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი თითქმის გაორმაგდა, გაიზარდა ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის სფერობის დაფინანსება, სოფლის მეურნეობის დარგების განვითრება“-განაცხადა მოსახლეობასთან შეხევდრისას ნუგზარ სურმანიძემ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა განათლების სფეროზე და სოფლის მეურნეობის დარგებზე. „ბოლო ოთხ წელში, აჭარაში, საგანმანათლებლო კუთხით განხორციელდა 72 ინფასტრუქტურული პროექტი, რეაბილიტაცია ჩაუტრდა 8 კულტურულ დაწესებულებას. გაიზარდა სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა. სოფლის მეურნეობის კუთხით ჯამში განხორციელდა 188 სახელმწიფო პროექტი და 36 პროგრამა. ფერმერებსა და აგრომეწარმეებს გადაეცა 2768 ერთეული მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებები და მანქანა-იარაღები“ - აღნიშნა ნუგზარ სურმანიძემ. მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი ნუკრი ქანთარია, რომელმაც განვლილი 4 წლის განმავლობაში განხორციელბული პროექტებისა და საარჩევნო პროგრამის შესახებ ისაუბრა. მუხრან ვახტანგაძე ბათუმის 70-ე მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია საქართველოს პარლამენტში, ხოლო ნუგზარ სურმანიძე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პროპორციული სიის პირველი ნომერი და ბათუმის 70-ე მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. (NS)
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)