|
2016-08-31 15:48:30, 851 ნახვა
პოლიტიკა
გია ხუხაშვილი: საყურადღებოა, როგორ შეიძლება პარტია დაარეგისტრირო და მერე ხარვეზების გამო მოხსნა
ექსპერტი პოლიტიკის საკითხებშ გია ხუხაშვილი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ვალერი კვარაცხელიასა და ლადო ბედუკაძის პარტიების საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ორ პარტიას არჩევნებზე წარმატების შანსი არ ქონდათ და ამ თემაზე შეთქმულების თეორიების განვითარება არასწორია. „არა მგონია, რომ ვალერი კვარაცხელიასა და ლადო ბედუკაძის პარტიების საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნა, მათი მკვეთრი პრორუსული ორიენტაციის ბრალი იყოს. მაშინ რეგისტაციიდან უნდა მოეხსნათ იგივე ბურჯანაძისა და მეჭიაურის პარტიებიც. თუ შეთქმულების თეორიას განვავითარებთ გამოდის, რომ ბურჯანაძეს კონკურენტებს აშორებენ. არ ვფიქრობ, რომ ეს პროცესი სისტემური ხასიათის იყო. ეტყობა იყო რეგისტრაციისას გარკვეული ხარვეზები. საყურადღებო ისაა, რომ როგორ შეიძლება პარტია გაატარო რეგისტრაციაში და მერე მოხსნა. ამ პროცეში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან გარკვეული შეცდომები იყო დაშვებული. ამაზე პასუხისმგებელი ვინმე უნდა იყოს და ამაზე არავინ არაფერს ამბობს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბედუკაძესა და კვარაცხელიას არჩევნებზე რაიმე შანსი ქონოდათ და მათი მოხსნისთვის არავის სცხელოდა“, - აცხადებს ხუხაშვილი. შეგახსენებთ, რომ ცესკო-მ საარჩევნო რეგისტრაციიადან პარტია „კვარაცხელია- სოციალისტები“ მოხსნა.
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)