|
2016-08-31 13:48:03, 810 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო-მ ვალერი კვარაცხელიას პარტია რეგისტრაციიდან მოხსნა
ცესკო-მ პოლიტიკური გაერთიანება „კვარაცხელია-სოციალისტები“ რეგისტრაციიდან მოხსნა, - ამის შესახებ განკარგულებას ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მოაწერა ხელი. როგორც განკარგულებაშია ნათქვამი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ვალერი კვარაცხელია პარტიის თავმჯდომარეს არ წარმოადგენს. “მიმდინარე წლიs 29 აგვისტოს, ცესკო-ს მოთხოვნის საფუძველზე, ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 აგვისტოს N204320 გადაწყვეტილებით, განუხილველად იქნა დატოვებული პოლიტიკური გაერთიანების „ნეიტრალური საქართველო“ 2016 წლის 1 აგვისტოს განცხადება ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ცვლილებით რეგისტრაციის თაობაზე. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ვალერი კვარაცხელია არ წარმოადგენს პარტიის თავმჯდომარეს, რაც „2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი არჩევნებისათვის საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“ ცესკო-ს 2016 წლის 19 აგვისტოს N58/2016 დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე, პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს”, - აღნიშნულია განკარგულებაში.
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)