|
2016-08-30 20:09:40, 794 ნახვა
პოლიტიკა
კნუტ ფლეკენშტაინი გლდანის საარჩევნო შტაბს ეწვია
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი, კნუტ ფლეკენშტაინი, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გლდანის საარჩევნო შტაბს ეწვია. ფლეკენშტეინმა საკუთარი ვიზიტის მიზნებზე ისაუბრა და წარმატებები უსურვა "ქართულ ოცნებას" და ლევან კობერიძეს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. „ამ მთავრობას აქვს ქვეყნის განვითარების ოთხპუნქტიანი გეგმა, რომლის ნაწილი გერმანიაში უკვე განხორციელებულია და დარწმუნებული ვარ, ამ პროგრამის განხორციელებაში ისეთივე წარმატებულები იქნებით, როგორიც გერმანიაა. ლევანმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა კერძო სექტორში, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი კანდიდატის არჩევა, რომელმაც იცის თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შექმნა და აქვს კონკრეტული გამოცდილება ამ პრობლემის გადასაწყვეტად. ასეთი ღირსეული კანდიდატია ლევანი“, - განაცხადა კნუტ ფლეკენშტაინმა. ლევან კობერიძემ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გლდანის 22-ე ოლქის საარჩევნო შტაბი გახსნა და რაიონის განვითარების გეგმაზე ისაუბრა. „ყველაზე მთავარი, რასაც მე ხაზს ვუსვამ, არის ის, რომ მუხიანელ, გლდანელ მოსახლეობასთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რათა გლდანი და მუხიანი გახდეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, მიმზიდველი და პრესტიჟული უბანი თბილისში“, -განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან კობერიძემ.
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)