|
2016-08-30 15:00:56, 616 ნახვა
პოლიტიკა
კნუტ ფლეკენშტეინი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებს შეხვდა
ევროპარლამენტის სოციალისტებსა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის ვიცე პრეზიდენტი, კნუტ ფლეკენშტეინი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებს, გიორგი ვოლსკის, ზვიად კვაჭანტირაძესა და გია ჟორჟოლიანს შეხვდა. შეხვედრის ძირითადი თემები საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შეფასება იყო. „ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა პარტიის წევრებთან, მათ ვესაუბრეთ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შესახებ და მინდა წარმატებები ვუსურვო მომავალ არჩევნებში. აღსანიშნავია, რომ საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის გარემო არის გაცილებით უკეთესი ვიდრე წლების წინ იყო“. - განაცხადა კნუტ ფლეკენშტაინმა. „ჩვენ შევთანხმდით დეტალებზე, როგორ უნდა ითანამშრომლოს არამარტო ევროპის სოციალ-დემოკრატიულმა სისტემამ და ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, არამედ ცალკეული ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სისტემაზე და სტრატეგიულ მიმართულებებზე შევთანხმდით. შევაფასეთ საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა“. - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. შეხვედრის მონაწილეებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესი და მისი წარმატებით დასრულების იმედი გამოთქვეს. „ძალიან მიხარია, რომ ამ საკითხში ყველა პარტია ერთად დგას, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც, მე მას შევხვდი სტრასბურგში, მან გამოთქვა სურვილი რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ვიზალიბერალიზაციის პროცესი საქართველოსთვის. თქვენი ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას“. - განცხადა კნუტ ფლეკენშტაინმა. ევროპარლამენტის სოციალისტებსა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის ვიცე პრეზიდენტი, კნუტ ფლეკენშტეინი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებს, გიორგი ვოლსკის, ზვიად კვაჭანტირაძესა და გია ჟორჟოლიანს შეხვდა. შეხვედრის ძირითადი თემები საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შეფასება იყო. „ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა პარტიის წევრებთან, მათ ვესაუბრეთ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შესახებ და მინდა წარმატებები ვუსურვო მომავალ არჩევნებში. აღსანიშნავია, რომ საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის გარემო არის გაცილებით უკეთესი ვიდრე წლების წინ იყო“. - განაცხადა კნუტ ფლეკენშტაინმა. „ჩვენ შევთანხმდით დეტალებზე, როგორ უნდა ითანამშრომლოს არამარტო ევროპის სოციალ-დემოკრატიულმა სისტემამ და ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, არამედ ცალკეული ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სისტემაზე და სტრატეგიულ მიმართულებებზე შევთანხმდით. შევაფასეთ საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა“. - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. შეხვედრის მონაწილეებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესი და მისი წარმატებით დასრულების იმედი გამოთქვეს. „ძალიან მიხარია, რომ ამ საკითხში ყველა პარტია ერთად დგას, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც, მე მას შევხვდი სტრასბურგში, მან გამოთქვა სურვილი რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ვიზალიბერალიზაციის პროცესი საქართველოსთვის. თქვენი ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას“. - განცხადა კნუტ ფლეკენშტაინმა.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)