|
2016-08-30 14:50:29, 802 ნახვა
პოლიტიკა
გრიგოლ ლილუაშვილი ამომრჩევლებს შეხვდა
"ქართული ოცნება - დემოკრატიული სააქართველოს“ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ხონის მუნიციპალიტეტში მორიგი შეხვედრა გამართა. როგორც "ექსპრესნიუსს" "ქართული ოცნების" პრეს-სამსახურმა აცნობა, სოფელ მათხოჯში ე.წ. ნიქაბაძეების უბანში შეკრებილმა ადგილობრივებმა გრიგოლ ლილუაშვილს რამდენიმე ინფრასტრუქტურულ საკითხებთან ერთად კითხვები საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზეც დაუსვეს. მოსახლეობა დაინტერესდა თუ რას ფიქრობდა კანდიდატი საპენსიო ასაკის კლებასთან დაკავშირებით, რაზეც არგუმენტირებული პასუხი მიიღეს. „ის ქვეყანა ვერ განვითარდება, სადაც აქცენტი საპენსიო ასაკის დაწევაზე გაკეთდება, ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ ქვეყანაში მუშახელის შემცირებაზე არამედ უნდა შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი და დავასაქმოთ ადამიანები. საპენსიო ასაკის დაწევა მკვეთრად გაართულებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. მე ვერ მოგატყუებთ და არ გეტყვით, რომ სახელმწიფო ააშენებს ქარხნებს და დაასაქმებს მოსახლეობას. ხელისუფლებამ ერთი მილიარდი ლარი გამოყო იმისთვის, რომ თითოეულმა თქვენგანმა შექმნას მცირე საწარმო და დაასაქმოს თანასოფლელები. სახელმწიფო პროგრამები, რომელიც მცირე მეწარმეობის განვითარებაზეა ორიენტირებული, შექმნის სამუშაო ადგილებს და გააუმჯობესებს ეკონომიკურ მდგომარეობას.“ – განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გრიგოლ ლილუაშვილმა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)