|
2016-08-30 14:01:38, 625 ნახვა
პოლიტიკა
კნუტ ფლეკენშტეინი: საქართველოში ძალიან კარგად ჩამოყალიბებული საარჩევნო გარემოა
ჩვენ ვიმყოფებით ისეთ ქვეყანაში, სადაც მართლა ძალიან კარგად ჩამოყალიბებული საარჩევნო გარემოა, - ამის შესახებ საქართველოს ევროპარლამენტის "სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის" ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში კნუტ ფლეკენშტეინმა „ქართულ ოცნებაში“ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში მისი ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი „ქართული ოცნებისთვის“ წინასაარჩევნო კამპანიაში მხარდაჭერაა. “მე ორი მიზეზით ვიმყოფები საქართველოში, პირველი, იმიტომ რომ დიდი მოკითხვა გადავცე „ქართულ ოცნებას“, კიდევ ერთხელ შევთავაზო წინასაარჩევნო კამპანიაში მხარდაჭერა, რადგან ჩვენ "სოციალ-დემოკრატებმა" კარგად ვიცით, რომ თქვენმა ხელისუფლებამ ძალიან კარგი სამუშაო შეასრულა და ძალიან დაუახლოვა ამ ყველაფერმა თქვენი ქვეყანა ევროკავშირს. მეორე მხრივ, ჩვენ ვიმყოფებით ისეთ ქვეყანაში, სადაც მართლა ძალიან კარგად ჩამოყალიბებული საარჩევნო გარემოა”, - განაცხადა კნუტ ფლეკენშტეინმა. მისი თქმით, საქართველოში ძალიან სასიამოვნო ატმოსფეროა, რომელშიც რომელშიც ნებისმიერ პარტიას შეუძლია წინასაარჩევნი კამპანიის განხორციელბა. "ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, შეადარონ ეს ყველაფერი ერთმანეთს. შეიძლება ცალკეულ შემთხვევებში ხდებოდეს გარკვეული შეცდომები, მაგრამ არა იმ მოცულობით, რომელმაც შეიძლება მოაღწიოს ჩვენამდე-ბრუსელამდე. თუ ცალკეული შეცდომები ხორციელდება, უნდა აღიკვეთოს განურჩევლად იმისა, თუ ვინ არის ხელისუფლებაში. დღეს არის ისეთი ატმოსფერო, რომელიც მე მომწონს, ისიც მომწონს, რომ ოპოზიციამაც თქვა სტრასბურგში, რომ ჩვვენ მხარს ვუჭერთ ხელისუფლებას ვიზალიბერალიზაციის საკითხში", - აღნიშნა ფლეკენშტეინმა.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)