|
2016-08-30 13:23:38, 656 ნახვა
პოლიტიკა
კნუტ ფლეკენშტეინი: მოხარული ვიქნები, საქართველოს ბევრი მოქალაქე ჰამბურგში უვიზოდ მივიღო
მოხარული ვიქნები, საქართველოს ბევრი მოქალაქე ჩემს მშობლიურ ჰამბურგში უვიზოდ მივიღო, - ამის შესახებ საქართველოს ევროპარლამენტის "სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის" ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში კნუტ ფლეკენშტეინმა „ქართულ ოცნებაში“ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, ძალიან სასიამოვნოა საქართველოში ჩამოსვლა და იმ პროგრესის ნახვა, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია. „არ არსებობს საფუძველი, თავი შეიკავონ ვიზალიბერალიზაციის მინიჭებისგან. ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი სხდომაა ბრიუსელში. „კონსერვატორებმაც“ ევროპარლამენტში ცალსახად და მკაფიოდ თქვეს, რომ მომწიფდა სიტუაცია ვიზარიბელარიზაციისთვის, დადგა დრო ამის განსახორციელებლად. ძალიან შთამბეჭდავი იყო, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი იმყოფებოდა სტრასბურგში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებთან ერთად და ყველა პარტიამ, განურჩევლად მათი ორიენტაციისა, ცალსახად მხარი დაუჭირა სწრაფ ვიზარიბელიზაციიას და არანაირი განსხვავებული აზრი არ დაფიქსირებულა”, - აღნიშნა ფლეკენშტეინმა. როგორც ფლეკენშტეინმა აღნშნა, ევროპარლამენტი და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობები დაობენ იმაზე, ვის უნდა ქონდეს ბოლო სიტყვის უფლება. „მე ვფიქრობ, რომ ეს გამოსავალი იქნება, მე ვიცი გერმანიის ფედერალური კანცლერისაგან, ქალბატონი მერკელისაგან და საგარეო საქმეთა მინისტრ შტაინმაერისაგან, როგორ იბრძვიან ამ შიდა გაუგებრობის აღმოსაფხვრელად. მე მართლაც მოხარული ვიქნები, მივიღო საქართველოს ბევრი მოქალაქე ჩემს მშობლიურ ჰამბურგში უვიზოდ”, - განაცხადა კნუტ ფლეკენშტეინმა.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)