|
2016-08-30 13:13:30, 708 ნახვა
პოლიტიკა
სოსო ცინცაძე: 2012 წელს მმართველი გუნდის დაპირებები იყო ალისას საოცრებათა ქვეყანაში გასეირნება
ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში სოსო ცინცაძე „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას მმართველი გუნდის 2012 წლის დაპირებებსა და მიმდინარე საარჩევნო პროგრამას აფასებს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე „ოცნებას“ რეალური დაპირება არ გააჩნია. „ხალხს უნდა აინტერესებდეს რას პირდება ხალხს მმართველი გუნდი, რომელსაც გამარჯვების რეალური შანსი აქვს. ისინი ამომრჩეველს ჯერჯერობით არაფერს პირდებიან. კვირიკაშვილი რომ ხალხს ეკონომიკის აყვავებასა და აგუგუებას პირდება - რითი ააგუგუნებს, შეშა და „სალიარკაც“ კი არ აქვს, რომ უბრალო ცეცხლი დაანთოს. ყველა პარტიის პროგრამა კრიტიკულად და მეცნიერულად უნდა შეფასდეს. ასე ხდება მთელს ცივილიზებულ მსოფლიოში. პარტიები რომ ხალს გადასახადების განახევრებას, პენსიების გაზრდასა და ა.შ. პირდებიან, ვინმეს უკითხავს საიდან არის ამით რესურსი? ეს ყველაფერი თუ შესრულდა, რითი შეინახავენ ამ გაღორებულ ბიუროკრატიას? წინა არჩევნებზე „ოცნების“ დაპირებებები იყო საზეიმო გასეირნება ალისას საოცრებათა ქვეყანაში. როგორც ჩერჩილი ამბობდა, ყველაზე კარგი პროგნოზისტია ის, ვინც შემდეგ ახსნის თუ რატომ არ გამართლდა მისი პროგნოზები“, - აცხადებს ცინცაძე.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)