|
2016-08-30 13:05:09, 953 ნახვა
პოლიტიკა
სოსო ცინცაძე: ყველაფერი იყიდება - „გირჩთან“ გაერთიანების დროს ბურჭულაძეს სახე ჩამოსტიროდა
ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში სოსო ცინცაძე „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას გუშინ პაატა ბურჭულაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ”სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველის სტატუსის მატარებელთა რაოდენობის მილიონამდე გაზრდას გეგმავს. ცინცაძის განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს ბურჭულაძე რა დაპირებას გასცემს, რადგან ის პარლამენტში სოლიდური ფრაქციით ვერ შევა და შესაბამისად, ვერც ამომრჩევლისთვის მიცემულ პირობას შეასრულებს. მისივე თქმით, საქართველოში ყველაფერი იყიდება და ამის ნათელი დადასტურება სწორედ „გირჩის“, ბურჭულაძის პარტიის, „ახალი მემარჯვენებისა“ და „ახალი საქართველოს“ წინასაარჩევნოდ გაერთიანება იყო. „ჩვენთან ყველაფერი იყიდება. იგივე „გირჩზე“ არავინ არ უნდა გააკეთოს დასკვნა, რომ ისინი ურცხვად გაიყიდნენ და ტელეეკრანებთან სიწითლის ნატამალიც არ ეტყობათ? ხალხს უნდა აინტერესებდეს რას პირდება მათ მმართველი გუნდი, რომელსაც გამარჯვების რეალური შანსი აქვს. ბურჭულაძის დაპირებას მნიშვნელობა არ აქვს. მითხარით პოლიტიკოსი, რომლის ყიდვაც ივანიშვილს არ შეუძლია. ყველა და ყველაფერი იყიდება. ბურჭულაძეს სახე ჩამოსტიროდა, როდესაც „გირჩთან“ გაერთიანდა. ის „გირჩს“ საკუთარი ნებით „შეეკრა“, - განაცხადა ცინცაძემ.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)