|
2016-08-29 21:38:45, 742 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ხელისუფლება მიესალმება არჩევნებზე, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლის ჩამოსვლას
"ხელისუფლება მიესალმება არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლის ჩამოსვლას" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა კონგრესმენებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში სტუმრობისა და იქ არსებული ჰუმანიტარული ვითარების გაცნობისთვის, ასევე საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ქვეყანაში 2012 წლის შემდეგ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის მიმართულებით განხორციელებულ კომპლექსურ რეფორმებს, ასევე, მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმას, რომლის უმთავრესი მიზანი ქვეყნის სწრაფი განვითარებაა. „დელეგაციას ჰქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ შევეხეთ, ჩემი აზრით, აშშ-სა და საქართველოს მოსახლეობისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს - რეგიონული სტაბილურობის ჩათვლით. პრემიერმა მიმოიხილა ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელსაც ეს მთავრობა ახორციელებს, მათ შორის ინფრასტრუქურის გაუმჯობესების, სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურების კუთხით“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ კონგრესმენმა მარკ სანფორდმა. საუბარი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო. პრემიერმა აღნიშნა, რომ დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება საქართველოს მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)