|
2016-08-29 17:46:14, 1264 ნახვა
პოლიტიკა
ბერძენიშვილი: ირაკლი კობახიძე გამოუცდელი, ახალგაზრდა კაცია და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს
მე მგონი, კობახიძე ზედმეტს ლაპარაკობს და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს, - ასე აფასებს „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას ტელეეთერში ბილწსიტყვაობის აკრძალვასთან დაკავშირებით. „ვფიქრობ, ბატონი ირაკლის საუბარი, სატელევიზიო სივრცეში ბილწსიტყვაობის აკრძალვასთან დაკავშირებით, ვერაფერ ზეგავლენას ვერ მოახდენს, შეიძლება, ეს მისი სურვილია. მეეჭვება, ისეთი ძალაუფლების მქონე ადამიანმა, როგორიც ბატონ კობახიძეს აქვს, შეძლოს ტელეეთერში ბილწსიტყვაობის აკრძალვა. მე მგონი, კობახიძე ზედმეტს ლაპარაკობს და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს. ჩემი აზრით, კობახიძე გამოუცდელი ახალგაზრდა კაცია, მას დიდი ტვირთი დაეკისრა და ეს ყველაფერი კობახიძეს უფრო და უფრო ბევრ სისულელეს ათქმევინებს“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ბერძენიშვილმა. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა, რომ სატელევიზიო სივრცეში ბილწისტყვაობა და სიძულვილის ენა ძალიან მალე აღიკვეთება. „დღეს რაც ხდება ჩვენთან, სატლევიზიო სივრცეში, ნატა ფერაძის სახით, ალეკო ელისაშვილის სახით, არის ერთ-ერთი მკაფიო გამოხატულება იმისა, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურის განვითარების ძალიან დაბალ დონეზე, თუმცა ვითარება ძალიან მალე შეიცვლება და ძალიან მალე აღიკვეთება ჩვენს სატელევიზიო სივრცეში ბილწისტყვაობა და სიძულვილის ენა“, - აცხადებს კობახიძე.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)