|
2016-08-27 16:13:57, 1023 ნახვა
პოლიტიკა
მერაბ ქვარაია მოსახლეობას შეხვდა
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ქვარაია მე-7, მე-8 და მე-13 საარჩევნო უბნის მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და მათ საკუთარი ხედვები გააცნო. ასევე ისაუბრა თვითმმართველობის შექმნიდან დღემდე ქალაქში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე. ,,ჩვენ დავიწყეთ შეხვედრები ზუგდიდის მოსახლეობასთან და მინდა გითხრათ, რომ ყველა შეხვედრა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერია. ვგრძნობ ჩემი თანაქალაქელების მხარდაჭერას და ვხედავ, რომ ,,ქართული ოცნება" დამაჯერებლად იმარჯვებს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. რაც მთავარია, ჩვენი სამომავლო გეგმები და ხედვა მისაღებია იმ ასობით ადამიანისთვის, ვისაც შევხვდით და ვესაუბრეთ. ზუგდიდი ემზადება არამარტო საპარლამენტო არჩევნებისთვის, არამედ უდიდესი გამარჯვებისთვის",-განაცხადა მერაბ ქვარაიამ ზუგდიდის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ. მერაბ ქვარაიას წინასაარჩევნო შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)