|
2016-08-26 17:09:48, 888 ნახვა
პოლიტიკა
თოფაძე: ბევრი რამ გავაკეთეთ, მაგრამ ჩვენი ტელევიზია არ გვაქვს და ეს ყველაფერი ნაკლებად შუქდება
კოალიციის ოთხწლიანი მმართველობის დროს, ყველაზე დიდი მიღწევა იყო ის, რომ მე როგორც ბიზნესმენმა ვიგრძენი, რომ არავინ არაფერს არ წამართმევს, - ამის შესახებ პარტია „მრეწველების“ ლიდერმა გოგი თოფაძემ „ექსპრესნიუსთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა. "მრეწველების" ლიდერის თქმით, მას როგორც ბიზნესმენს, ადრე ძალიან ბევრი რამ წაართვეს. "არავინ არავის არ აყაჩაღებს, ციხეში ადამიანებს წამების შემდეგ ბიზნესს არ ათმობინებენ და ეს ძალიან დიდი მიღწევაა. გარდა ამისა, ხალხს სჯერა, რომ არჩევნები პატიოსნად ჩატარდება. ამასთან თითოეული ადამიანისთვის სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი გახდა. ჩვენი ინიციატივით მოხდა მთიანი რეგიონის განვითარებისთვის შესაბამისი კანონის მიღება. ჩვენი ტელევიზიები ამ ყველაფერს ობიექტურად არ ასახევენ და ეს არ ნიშნავს, რომ არაფერი არ კეთდება. 50 სოფელში წყალი, დენი, ინტერნეტი, გაზი და გზა გავიყვანეთ. ჩვენი ბრალია, რომ ჩვენი ტელევიზია არ გვაქვს და ეს ყველაფერი ნაკლებად შუქდება. ბევრი რამ გავაკეთეთ და ბევრიც გასაკეთებელია", - განაცხადა თოფაძემ.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)