|
2026-02-16 16:22:43, 269 ნახვა
დათუნა სულიკაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - დიზაინერი საპატიმროს 9 ივნისს დატოვებს
ნარკოდანაშაულში ბრალდებულ დიზაინერს, დათუნა სულიკაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება მოსამართლე თამარ მახარობლიძემ დაამტკიცა. აღნიშნული შეთანხმებითა და გადაწყვეტილებით, დათუნა სულიკაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი. მას რეალური სასჯელის სახით 6-თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე, 4 წელნახევარი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა, ამასთან, სულიკაშვილს ჯარიმის სახით 50 000 ლარის გადახდა დაეკისრა. სულიკაშვილს კანონით გათვალისწინებული უფლებები ჩამოერთვა, მათ შორის, მანქანის მართვისა და საჯარო ხელისუფლებაში საქმიანობა. დათუნა სულიკაშვილი გლდანის მე-8 დაწესებულებას 4 თვეში, 9 ივნისს დატოვებს. ცნობისთვის, დათუნა სულიკაშვილი სამართალდამცავებმა 9 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძება-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-მ პუშკინის ძეგლთან ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციის ჩატარების უფლება არ გასცა
გელა გელაძე: „კამიტი“ არასდროს შეძენილა და გამოყენებული ნივთიერებები ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.
ზუკა გუმბერიძე ფორმულაში თავის წილს მიშა მშვილდაძეს გადასცემს
სეს: 3 რეგიონში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვავლინეთ
|
რედაქტორის რჩევით
ეროვნული ბანკი იუანის რეზერვებს დივერსიფიკაციის სტრატეგიის ნაწილად განიხილავს
ფარიკაობის მსიფლიო ჩემპიონატები საქართველოში უსმანოვის მოთხოვნით გაიმართა, იმისთვის რომ რუსებს პრობლემები არ შექმნოდათ
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს პორტს შეუტიეს
ზელენსკი: ჩვენ პარტნიორებთან 24 თებერვლამდე მასშტაბურ დახმარების პაკეტზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)