|
2026-02-16 15:40:09, 261 ნახვა
ომბუდსმენი საკანონმდებლო ცვლილებებზე: შესაძლოა, წინააღმდეგობაში მოვიდეს კონსტიტუციასთან
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ქართული ოცნების პარლამენტში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კერძოდ, ლევან იოსელიანი ეხმაურება ქართული ოცნების პარლამენტში ამჟამად მიმდინარე საკანონმდებლო პროცესს, რომლის ფარგლებში განიხილება 7 საკანონმდებლო აქტში, მათ შორის, "გრანტების შესახებ" საქართველოს კანონში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ინიციირებული ცვლილებები. ამასთან, ეხმაურება ქართული ოცნების მიერ დღეს წარდგენილ მორიგ შეზღუდვებს, რომლის მიხედვითაც, შემოაქვთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც "საჯაროდ არ აღიარებენ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას" და სხვებსაც მოუწოდებენ ამისკენ. ომბუდსმენის თანახმად, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს, როგორც გამოხატვის თავისუფლების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან, ისე საქართველოს კონსტიტუციასთან და შექმნას დაწესებული შეზღუდვების ზედმეტად ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აქედან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი შეაფასებს პარლამენტის მიერ საბოლოოდ დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებებს და შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, სარჩელით მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
შსს-მ პუშკინის ძეგლთან ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციის ჩატარების უფლება არ გასცა
გელა გელაძე: „კამიტი“ არასდროს შეძენილა და გამოყენებული ნივთიერებები ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.
ზუკა გუმბერიძე ფორმულაში თავის წილს მიშა მშვილდაძეს გადასცემს
სეს: 3 რეგიონში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვავლინეთ
|
რედაქტორის რჩევით
ეროვნული ბანკი იუანის რეზერვებს დივერსიფიკაციის სტრატეგიის ნაწილად განიხილავს
ფარიკაობის მსიფლიო ჩემპიონატები საქართველოში უსმანოვის მოთხოვნით გაიმართა, იმისთვის რომ რუსებს პრობლემები არ შექმნოდათ
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს პორტს შეუტიეს
ზელენსკი: ჩვენ პარტნიორებთან 24 თებერვლამდე მასშტაბურ დახმარების პაკეტზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)